ავტომრეცხავი
„პადელის კლუბი დინამო თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ავტომრეცხავის პოზიციაზე.
ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ და ენერგიულ კანდიდატებს ჩვენს გუნდში, რომლებიც მზად არიან მაღალი სტანდარტით მოემსახურონ კლუბის სტუმრებს.
ძირითადი მოვალეობები: - ავტომობილების მაღალი ხარისხით გარეცხვა (შიდა და გარე ზედაპირების დამუშავება). - ქიმწმენდისა და პოლირების სამუშაოების შესრულება (კვალიფიკაციის შესაბამისად). - სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. - სტუმრებისთვის მეგობრული და პროფესიონალური სერვისის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. - ავტომობილების დეტალური და ხარისხიანი რეცხვის სპეციფიკის სრულყოფილი ცოდნა. - დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა. - გუნდში მუშაობის და ორგანიზებულობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად და პრესტიჟულ სპორტულ კლუბში. - მაღალ ანაზღაურებას: გამომუშავებით (ნავაჭრის 30%). - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
როგორ უნდა მიმართოთ ვაკანსიას? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.