სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სასტუმრო "პარკ რიზორტ წყალტუბო" არის ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ყოველდღიური, დამღლელი რუტინისგან და სტრესისგან გათავისუფლება ან უბრალოდ უქმეების სასიამოვნოდ გატარება, საკუთარი თავის განებივრება სურს.
პირობები:
** სამუშაო ადგილი ქ. წყალტუბო, სასტუმრო "პარკ რეზორტ წყალტუბო".
** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მეოთხე დღეს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე:
ტელ:;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.