8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YS1KGBVW გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

უნაგირა-საწევარას მძღოლი

პრაიმ ბეტონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს უნაგირა-საწევარას მძღოლის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

პოზიცია: უნაგირა-საწევარას მძღოლი

სამუშაო განაკვეთი: სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი/ანაკლია

Ⴑამუშაოს აღწერილობა:

** უნაგირა საწევარას უსაფრთხო და გამართული მართვა სამშენებლო ობიექტებსა და სხვადასხვა მარშრუტზე;

** მისაბმელი/ნახევრადმისაბმელის უსაფრთხოდ მიერთება და მოხსნა;

** სამშენებლო ტექნიკის, და სხვა ტვირთის ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილზე;

** ტრანსპორტირებამდე საწევარისა და მისაბმელის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება;

** ტვირთის სწორად განთავსებისა და დამაგრების კონტროლი, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა;

** სამშენებლო ტექნიკის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და უსაფრთხოების კონტროლი;

** ტრანსპორტირების დროს ტვირთისა და ტექნიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

** ტექნიკის მუშაობისას წარმოქმნილი გაუმართაობის დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;

** საწვავის, გარბენის, მარშრუტებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;

** ტექნიკის გადაადგილების დაგეგმვისა და დისპეტჩერთან/მექანიზაციის სამსახურთან კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** E კატეგორიის მართვის მოწმობა სავალდებულოა;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ტელ:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პრაიმ ბეტონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის