9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YS2W6M91 გამოქვეყნდა 15 ოქტ 48 ნახვა

სახაზინო ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი - FXHUB

Foresight FX გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

პოზიციის შესახებ:

"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომლის ბიზნეს მიმართულებები ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ჯგუფში შემავალი კომპანიები ქმნის და ავითარებს მრავალფეროვან ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებებს. Foresight ჯგუფის ერთ-ერთი ბიზნესმიმართულებააა FXHUB.GE, რომელიც წარმოადგენს ვალუტის ონლაინ გადაცვლის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის სწრაფად და მარტივად გადაცვლას კონკურენტული კურსით.

FXHUB-ში ვეძებთ ნიჭიერ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს სახაზინო ოპერაციების უმცროს სპეციალისტი-ს პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება ყოველდღიური სახაზინო და სავალუტო ოპერაციების განხორციელებაში, ლიკვიდობისა და სავალუტო პოზიციების მართვაში, ასევე ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. პოზიცია განკუთვნილია კანდიდატებისთვის, რომლებსაც ჯერათ თავიანთი შესაძლებლობების და სურთ პროფესიული განვითარება სახაზინო საქმიანობის, სავალუტო ოპერაციების, დილინგის ან საბანკო საქმიანობის მიმართულებით.

სახაზინო ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი - FXHUB Foresight | თბილისი, საქართველო | სრული განაკვეთი

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №52 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური სავალუტო ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სავალუტო კურსებისა და პოზიციების მონიტორინგი;
  • ფულადი სახსრებისა და ლიკვიდობის კონტროლი;
  • ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია;
  • სავალუტო ტრანზაქციებისა და ანგარიშსწორების პროცესების მხარდაჭერა;
  • სავალუტო ბაზრის ტენდენციებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ანგარიშგების მომზადება და ტრანზაქციების აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
  • საბაზისო ცოდნა ფინანსების, საბანკო საქმიანობის ან სავალუტო ოპერაციების მიმართულებით;
  • ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების კარგი უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და სწავლის სურვილი;
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

  • განაცხადების დამუშავებას
  • გასაუბრების ორ ეტაპს.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) PDF ფორმატში, სასურველია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Entry-Level Treasury Specialist - FXHub.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა