8422 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YSJPM5A7 გამოქვეყნდა 25 აგვ 14 ნახვა

აუდიტორული კომპანია TaxInfo

აუდიტორული კომპანია TaxInfo

ანაზღაურებადი სტაჟირება - დამწყები აუდიტორი

აუდიტორული კომპანია TaxInfo გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - TaxInfo აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.

სტაჟირების ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით); - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა; - საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით): - ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა; - ფასს სტანდარტების ცოდნა; - საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა; - რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები: - ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში; - საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა; - მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება; - საუკეთესო სამუშაო პირობებს; - უფასო ტრეინინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში; - სტაჟირების დამთავრების შემდეგ დამწყები აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ: ვაკანსიის დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად; სამუშაოს ტიპი: სრული; სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე) სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 – 17:00, პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

შერჩევის პროცედურა: 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ (ს/ნ მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აუდიტორული კომპანია TaxInfo
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის