8371 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YTMGEHY4 გამოქვეყნდა 27 აგვ 17 ნახვა

ბაზისბანკი

ბაზისბანკი

დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერი

ბაზისბანკი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;

** სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ კლიენტებთან (იურიდიულ პირებთან);

** ხელშეკრულებების მომზადება;

** მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კომუნიკაცია;

** ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისათვის;

** კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

** განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კორპორაციულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);

** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაზისბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის