8408 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZBSZJ18D გამოქვეყნდა 27 აგვ 19 ნახვა

ნეტმარტი

ნეტმარტი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ნეტმარტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი" 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულება არის სამედიცინო საშუალებების, კვებითი დანამატების და ორთოპედიული პროდუქტების რეალიზაცია.

"ნეტმარტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის 37ა;

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:00, კვირაში 5 დღე (გრაფიკის მიხედვით);

ანაზღაურება: 1000 ლარი (net) + ბონუსი გაყიდვებიდან;

სტაჟირების ხანგრძლივობა: 7 დღე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან დასაქმდებიან კომპანიაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამაში დაფიქსირებული შეკეთების დამუშავება;

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება;

** შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით;

** გამავალი ზარების განხორციელება;

** მუშაობა ცხელ და ცივ ბაზაზე (Hot & Cold Leads).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);

** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია "ნეტმარტი", როგორც თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე. სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნეტმარტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის