უწყვეტი განათლების ცენტრის მენეჯერი
უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას უწყვეტი განათლების ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური — უწყვეტი განათლების ცენტრი უშუალო ხელმძღვანელი: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4
ჩვენ შესახებ:
უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
მენეჯერი დაგეგმავს და განახორციელებს უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ტრენინგებისა და კურსების ხარისხს და თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან.
ძირითადი მოვალეობები
- უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროგრამების ინიცირება;
- ტრენინგებისა და კურსების ხარისხის მონიტორინგი;
- მონაწილეთა რეგისტრაცია, მონაცემთა ბაზის წარმოება და კურსის დასრულების სერტიფიკატების გაცემის უზრუნველყოფა;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინაცია;
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება
- უწყვეტი განათლების, პროფესიული გადამზადების ან საგანმანათლებლო პროგრამების მართვის მიმართულებით არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სხვა უცხო ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
- საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel, Outlook) სრულყოფილი ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უნარი.
რას გთავაზობთ
- სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
- მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:
წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).
წერილის სათაურში მიუთითეთ: "უწყვეტი განათლების ცენტრის მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.
დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).
მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.
თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/
შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.