Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

R3XTT71J Posted 5 Nov Views: 0

საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების ცენტრის მენეჯერი

უნილეველი external listing
Negotiable Apply by 6 Dec
Sign in and apply

უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური — საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების ცენტრი უშუალო ხელმძღვანელი: ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4

ჩვენ შესახებ:

უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.

პოზიციის მიზანი:

მენეჯერი შეიმუშავებს და ახორციელებს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების სტრატეგიას, მართავს უცხოელ აპლიკანტებთან კომუნიკაციასა და ჩარიცხვის პროცესს და აკვირდება საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრებს.

ძირითადი მოვალეობები

  • საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • უცხოელ აპლიკანტებთან კომუნიკაციისა და ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება;
  • ჩარიცხვის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;
  • უცხოელი სტუდენტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • სამსახურის უფროსისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლების ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება

  • საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის ან საგანმანათლებლო რეკრუტირების მიმართულებით არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სხვა უცხო ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel, Outlook) სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხოელი სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა.

საჭირო კომპეტენციები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • საერთაშორისო სტუდენტებთან ეფექტური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
  • მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:

წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).

წერილის სათაურში მიუთითეთ: "საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტირების ცენტრის მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.

დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).

მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.

თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post