ინვენტარიზაციის სპეციალისტი
შპს „აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საწარმოში ძირითადი საშუალებებისა და მარაგების რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა;
- ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება;
- ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა;
- საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel);
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- სისწრაფე და მოქნილობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - ინვენტარიზაციის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.