გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YWRSC09P გამოქვეყნდა 17 ნოე 9 ნახვა

AI ვიდეო კონტენტ კრეატორი

Avia.ge გარე განცხადება
₾1000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

Avia.ge წამყვანი ავიაბილეთების სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საუკეთესო ფასებსა და კომფორტულ მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი და მეგობრული ატმოსფერო ერთიანდება.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები მოგზაურობის სამყაროს გასაცოცხლებლად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები

  • Prompt Engineering: AI-სთან ეფექტური კომუნიკაცია - ზუსტი და სტრუქტურირებული დავალებების ფორმირება ტექსტური, ვიზუალური და ვიდეოკონტენტის გენერირებისთვის;
  • კონტენტსტრატეგია: AI ინსტრუმენტების გამოყენებით ბაზრის კვლევა, ტრენდების მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული კრეატიული კონტენტსტრატეგიის შექმნა;
  • ვიზუალური კონტენტი: ბრენდის სტილზე მორგებული ფოტოების, ილუსტრაციების, ბანერების, მოკლე ვიდეოების, ანიმაციებისა და სოციალური მედიის ვიზუალების შექმნა;
  • ვიდეო და გახმოვანება: AI ინსტრუმენტებით ვიდეოებისა და გახმოვანების შექმნა, ვიდეომონტაჟი.
  • კონტენტის ოპტიმიზაცია: AI-ის გამოყენებით ტექსტების, რეკლამების, პოსტებისა და კამპანიების გაუმჯობესება, სხვადასხვა ვერსიის მომზადება და A/B ტესტირება;
  • სოციალური მედიის კონტენტი: კრეატიული პოსტების, ვიდეოსცენარების, რეკლამებისა და ვიზუალების შექმნა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, TikTok-ისა და სხვა პლატფორმებისთვის;
  • ინოვაციურობა: ახალი AI ინსტრუმენტების კვლევა, ტესტირება და სამუშაო პროცესში დანერგვა ბრენდის კომუნიკაციისა და კონტენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სასურველი უნარები და ინსტრუმენტები

  • AI ვიდეოების შექმნა: HeyGen-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გახმოვანება და აუდიო: ElevenLabs-ის გამოყენების გამოცდილება;
  • ვიდეომონტაჟი და ვიზუალური მასალების დამუშავება: სასურველია Adobe Premiere Pro-ს, After Effects-ის, Photoshop-ის ან Firefly-ის ცოდნა;
  • ტექსტები და სცენარები: ChatGPT-ის, Gemini-ის ან მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
  • დამატებით უპირატესობად ჩაითვლება სხვა შემოქმედებითი AI ინსტრუმენტების ცოდნა.

მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება, დეტალებისადმი ყურადღება, ვადების დაცვა და ახალი ინსტრუმენტების შესწავლის სურვილი. მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება დამატებითი უპირატესობაა.

რას გთავაზობთ

  • გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • მეგობრულ და კოლეგიალურ გუნდს;
  • პროფესიული განვითარების მუდმივ შესაძლებლობას;
  • თანამედროვე AI ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებში მონაწილეობას;
  • შესაძლებლობას, თავადაც შექმნათ და დანერგოთ ახალი AI გადაწყვეტილებები.

სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი. ანაზღაურება: 1 000 ლარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კრეატიულობა და AI ტექნოლოგიების ცოდნა ჩვენს გუნდს გამოადგება, გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო (AI-ის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები) მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: AI ვიდეო კონტენტ კრეატორი (ნახევარი განაკვეთი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა