9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YYPACVNR გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

დეკოლაინი

დეკოლაინი

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

დეკოლაინი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების საფუძველზე BOQ-ის მომზადება;
  • სამუშაოების მოცულობების დათვლა და გადამოწმება;
  • მასალების რაოდენობებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ერთეულის ფასების განსაზღვრა;
  • მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორებისგან ფასების მოძიება, შედარება და ანალიზი;
  • სამუშაოსა და მასალის ღირებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა და პროექტის თვითღირებულების დათვლა;
  • პროექტის სრული ბიუჯეტის მომზადება;
  • არსებული BOQ-ების დეტალური შემოწმება და შესაძლო უზუსტობების/გამოტოვებული სამუშაოების იდენტიფიცირება;
  • ცვლილებების (Variation Orders) შემთხვევაში დამატებითი/შემცირებული სამუშაოების ღირებულების დათვლა;
  • პროექტის განხორციელების პროცესში ხარჯების კონტროლისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • ტენდერებისა და კომერციული შეთავაზებებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობა და დადგენილ ვადებში დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის, მშენებლობის ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
  • ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სამშენებლო-სარემონტო პროექტების BOQ-ის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ფასების ცოდნა და ფასების მოძიების/შედარების გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
  • ვადების დაცვის უნარი.

სასურველია:

  • AutoCAD-ის ცოდნა და ნახაზებიდან რაოდენობების ამოღების გამოცდილება;
  • CostX, PlanSwift, Bluebeam ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
  • სახელმწიფო ან კერძო ტენდერებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება;
  • საერთაშორისო/კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიულ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • სხვადასხვა ტიპის სარემონტო და კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და პასუხისმგებლობიან პოზიციას კომპანიაში, სადაც ხარჯთაღრიცხვა პირდაპირ უკავშირდება პროექტის კომერციულ შედეგს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დეკოლაინი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა