7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YZD0HG64 გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

ღამის აუდიტი/ადმინისტრატორი მიღება განთავსების დეპარტამენტში

Wyndham Batumi გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების დეპარტამენტში ღამის აუდიტი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასტუმრება ღამის ცვლაში. - სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა. - სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისების, წესებისა და დამატებითი შეთავაზებების შესახებ. - დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება, შეჯერება და დახურვა (Night Audit პროცედურები). - ანგარიშების, ინვოისებისა და ფინანსური რეპორტების მომზადება. - ნაღდი ფულისა და საბანკო ბარათით შესრულებული ტრანზაქციების კონტროლი. - რეზერვაციების სისტემაში მონაცემების განახლება და სიზუსტის უზრუნველყოფა. - ღამის საათებში სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა. - უსაფრთხოების პროცედურების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება. - ცვლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისა და ინფორმაციის გადაცემა დილის ცვლისთვის.

პროფესიული მოთხოვნები: - სასურველია სამუშაო გამოცდილება Front Office Agent-ის, Receptionist-ის ან Night Auditor-ის პოზიციაზე. - უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავს სფეროში. - სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Opera, Fidelio ან სხვა PMS სისტემები) — ჩაითვლება უპირატესობად. - ფინანსური ანგარიშგებისა და საბაზისო ბუღალტრული ოპერაციების ცოდნა. - ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). - MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, პრაქტიკული ცოდნა. - ღამის ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.

პერსონალური მოთხოვნები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე. - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. - ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა. - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი. - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. - გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი. - დროის ეფექტურად მართვის უნარი. - კეთილგანწყობილი, პროფესიონალური და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება. - ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები: - სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო; - კვირაში 5 სამუშაო დღე; - 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/wlbAT

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Wyndham Batumi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა