გაყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტი
შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები
- ახალი კონტრაქტორების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
- ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება;
- გადაზიდვის მარშრუტისა და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- პრობლემური საკითხების სწრაფად აღმოფხვრა და ორგანიზება;
- ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებული იქნება სრულყოფილი და გამართული საქმიანობისათვის;
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (თურქული ან სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები
- თავაზიანობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკერი აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე. მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.