ფინანსური ანალიტიკოსი
"საქართველოს კლინიკები" - ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას სათავო ოფისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ს.ცინცაძის 24ა; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა მონაცემების დამუშავება -ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა;
- მოთხოვნის შესაბამისად, ერთჯერადი რეპორტების მომზადება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი მონიტორინგი;
- ყოველთვიურად შემდეგი რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი/დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება:
- Month Closer და Board Report, Manual Adjustment
- Cash Flow Statement
- CAPEX progress report
- ბიზნეს ერთეულების მიხედვით, P&L რეპორტების მომზადება.
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სხვა რეპორტების მომზადება;
- Exact-დან რეპორტისთვის ინფორმაციის ამოღება და დამუშავება;
- ძირითადი საშუალებების რეესტრის მომზადება და Exact-ის მიერ გადათვლილი ცვეთის სისწორის შემოწმება;
- KPI რეპორტის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა;
- სასურველია SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2026.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.