გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z30XZ2CB გამოქვეყნდა 31 ოქტ 41 ნახვა

კონტროლის სპეციალისტი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, (დიღომი) საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N6;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + საწვავის ხარჯის ანაზღაურება + კვება.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
  • სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
  • კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და ვადების კონტროლი;
  • შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
  • მონიტორინგისა და კონტროლის უნარი;
  • საჭიროების შემთხვევაში მივლინებებისთვის მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
  • კვებას;
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კონტროლის სპეციალისტი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა