ღამის ცვლის საწყობის თანამშრომელი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.
მდებარეობა: ქუთაისი, სულხან-საბას 8
ძირითადი მოვალეობები
- აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
- შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები
- პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
- ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
- საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი.
ჩვენი უპირატესობები
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ღამის ცვლის საწყობის თანამშრომელი ქუთაისში".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.