ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი
−50% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,632 ₾ · 144 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 5 დღე) ბოლო ვადა: 18 ნოე
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 1,326 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსური და სხვა რესურსების მოზიდვის წყაროების მუდმივი გამოვლენა;
- დონორებისთვის პროექტებისა და პროექტების ანგარიშების მაღალი ხარისხითა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა;
- დონორებთან და ფონდებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
- ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კომუნიკაცია;
- დიდ ბიუჯეტიან პროექტებზე მუშაობა, მათ შორის Horizon Europe-ის პროექტებზე;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს სფეროში.
ენების ცოდნა
- ქართული - სახელმწიფო ენა;
- ინგლისური - B2 დონე.
საოფისე პროგრამებისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა
- Microsoft Word;
- Microsoft Excel;
- Microsoft PowerPoint;
- Asana ან მსგავსი პროექტების მართვის პროგრამის ცოდნა.
პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა
- პროექტების წერის ტექნიკის ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის ცოდნა;
- პროექტების დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- დონორებთან და ფონდებთან კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა;
- პროექტების ანგარიშგების მომზადების უნარი.
პიროვნული უნარები
- კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- რამდენიმე პროექტსა და ამოცანაზე ერთდროულად ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ვადების დაცვის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სტრესულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!