გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z4B0VK10 გამოქვეყნდა 17 ნოე 13 ნახვა

კანცელარიის სამსახურის უფროსი

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 10 დღე) ბოლო ვადა: 27 ნოე

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კანცელარიის სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საქმისწარმოებისა და არქივირების პროცესების ორგანიზება შესაბამისი წესების დაცვით;
  • კანცელარიის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დოკუმენტაციის მომზადების, ანალიზის, შემოწმებისა და შეთანხმების კონტროლი;
  • საქმისწარმოების და შენახვის შემოწმების ორგანიზება;
  • კანცელარიის სამსახურის თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, მოვალეობებისა და დავალებების განაწილება და მათი შესრულების ზედამხედველობა;
  • სამსახურის საქმიანობის ხარისხის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;
  • კანცელარიის სამსახურის მომზადება ხარისხის შიდა და გარე შემოწმებებისთვის;
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენა სამსახურის სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და პროფესიული განვითარების შესახებ;
  • სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო რესურსებისა და აღჭურვილობის შესახებ წინადადებების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება და უნივერსიტეტის წარმომადგენლობა გარე ორგანიზაციებთან კანცელარიის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული);
  • საქმისწარმოების მიმართულებით ან ანალოგიური ფუნქციების მქონე სამსახურში მუშაობის/ანალოგიური მოვალეობის შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • საქმისწარმოებისა და არქივირების წესების ცოდნა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები

  • ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობა;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკის, მათ შორის დოკუმენტაციის მართვისა და ხარისხის სისტემის ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

სამუშაო ადგილი და პირობები

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №82;
  • სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათი / 09:00 - 17:00 საათი;
  • შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.

წარსადგენი დოკუმენტები

  • რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკვალიფიკაციო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული ცნობა და/ან სხვა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მოთხოვნილ დონეზე ინგლისური ენის ფლობის ვალიდური დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კონკურსის ეტაპები

  • კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ საკონკურსო დოკუმენტები მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კანცელარიის სამსახურის უფროსი".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ელფოსტა / ტელეფონი:.

შენიშვნა

  • კონკურსის მეორე ეტაპისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს;
  • კონკურსის საბოლოო შედეგის გაცნობისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტს.

პირის მიერ საკონკურსო საბუთების გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და დამუშავებას, ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და მათი შენახვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა