9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z4Q2C2CG გამოქვეყნდა 9 ოქტ 28 ნახვა

მომარაგების თანამშრომელი

ყავის ლაბორატორია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Coffee LAB - ყავის ლაბორატორია" არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტი მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.

დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია.

"Coffee LAB" აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მომარაგების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების წარმოება შეკვეთების მიხედვით;
  • საჭირო პროდუქციის ადგილზე მოძიება და შეძენა;
  • მომწოდებლებთან/ობიექტებთან გადაადგილება და კომუნიკაცია;
  • შეძენილი ნედლეულის თუ სხვა პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
  • შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება;
  • მარაგების ჩამოტვირთვა და ფილიალებში დროული მიწოდება/განთავსება;
  • საჭირო პროდუქციის მოძიების პროცესში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი გრძნობა;
  • აქტიურ და მოძრავ სამუშაო გარემოში მუშაობის სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კვებას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 40 საათი
  • ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ყავის ლაბორატორია"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა