გაყიდვების ოფიცერი - ავტო სესხების გაყიდვების ოფიცერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის (ავტო სესხების გაყიდვების ოფიცრის) პოზიციაზე ქ. ფოთში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- მომხმარებლისთვის განაცხადის ფორმის შევსება;
- სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
- ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
- ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
- არსებული კლიენტების მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ -> https://scapp.selfrecruit.ge/s/H2grR ან ატვირთეთ რეზიუმე (CV).
წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.