8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Z96312J1 გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს სამარლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

პროფესორი - 10; ასოცირებული პროფესორი - 5; ასისტენტ - პროფესორი - 2; ასისტენტი - 3.

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით: - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): - განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. - გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. - უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): - განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. - გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. - უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): - განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. - უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით): განათლება: დოქტორანტი. უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; - კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ; - შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები; - სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით); - შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; - ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები); - პირადობის მოწმობის ასლი; - 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე; - ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები; - სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების ვადა: 1.კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 3 აგვისტოს; 2.აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 3 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე; 3.კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 22 სექტემბერი; 4.კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 24 სექტემბერი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე); 5.კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52 vacancy@neu.edu.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა