მაღაზიის კონსულტანტი
"აქვარუმი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №90
საქმიანობის სფერო: საცურაო აუზები, აუზების აღჭურვილობა და აქსესუარები, საუნები, წყლის ფილტრაციის სისტემები და შესაბამისი პროდუქცია.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობაში, დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქციის შერჩევაში და უზრუნველყოფს შოურუმისა და საწყობის მოწესრიგებულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების მიღება, კონსულტირება და საჭირო პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- პროდუქციის ასორტიმენტის, დანიშნულებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
- მომხმარებლის შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის საწყობში მოძიება, შეგროვება და მომზადება;
- საწყობიდან პროდუქციის შოუ რუმში ან გაცემის ადგილზე გადატანა;
- სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- პროდუქციის განთავსება, ეტიკეტირება და ფასების კონტროლი;
- ინვოისებისა და გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- სალაროსა და POS ტერმინალთან მუშაობა;
- შეკვეთების სიზუსტისა და პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი;
- შოუ-რუმისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- მენეჯერისთვის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ორგანიზებაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- MS Office-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზაობა — პროდუქციის საწყობიდან მოძიება, შეგროვება, დახარისხება და გადაადგილება სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია;
- ახალი პროდუქციის შესწავლისა და განვითარების სურვილი.
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განიხილება დამწყები კანდიდატებიც.
სამუშაო პირობები
- თვიური ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე;
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, შაბათის ჩათვლით;
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე — კვირა და კვირის სხვა ერთი დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), მცოცავი გრაფიკით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00;
- შესვენება: 1 საათი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: მაღაზიის კონსულტანტი.