8825 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Z9ZM21B0 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

საუზმის ბარმენი

Hotel Indigo Batumi Old Town გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ახალი ბრენდული რესტორანი "Brasserie 1900", სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

"Brasserie 1900" გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს საუზმის ბარმენის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი

ობიექტი: რესტორანი ბრასერი 1900

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის სერვისისთვის აუცილებელი ინვენტარისა და ბარის ზონის დროული მომზადება;

** სხვადასხვა სახის ცხელი სასმელების (ყავა, ჩაი) და ფრეშების/წვენების მომზადება და სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტით მიწოდება;

** ბარის მარაგების კონტროლი, ყოველდღიური აღწერა და შეკვეთების დროულად მოთხოვნა;

** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა სამუშაო სივრცეში;

** სტუმრებისათვის მეგობრული, თბილი და პროფესიონალური მომსახურების გაწევა დილის საათებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ყავის აპარატთან მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები;

** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დილის ცვლაში მუშაობის მზაობა;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** უცხო ენების ცოდნა (რუსული ან ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;

** ჯანსაღ და პროფესიონალურ ზრდაზე ორიენტირებულ კორპორაციულ კულტურას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hotel Indigo Batumi Old Town
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის