ბრენდის კონსულტანტი
„ძველი სუფრა“ ეძებს ბრენდის კონსულტანტს, რომელიც თბილისი მოლის სტენდზე ჩვენს სტუმრებს გააცნობს თითოეული პროდუქტის შექმნის ისტორიასა და ღირებულებას.
ლოკაცია: თბილისი მოლი
ვის ვეძებთ? თუ გიყვარს ქართული კულტურა, ტრადიციები, ესთეტიკა და გსურს გახდე ბრენდის ნაწილი, რომელიც ქართულ სუფრასა და ორნამენტებს თანამედროვე ცხოვრებაში აცოცხლებს — ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები: - ბრენდის წარდგენა: სტუმრებისთვის „ძველი სუფრის“ ისტორიის, ორნამენტების მნიშვნელობისა და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა. - კონსულტაცია და გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, საჩუქრებისა თუ ინტერიერის დეკორის შერჩევაში დახმარება. - სტენდის ვიზუალური მართვა: პროდუქციის ესთეტიკურად განლაგება და სისუფთავის შენარჩუნება. - მარაგების კონტროლი: პროდუქციის ნაშთების თვალყურის დევნება და მენეჯერთან კომუნიკაცია. - სალარო ოპერაციები: გადახდების მიღება და პროგრამული აღრიცხვა.
რა თვისებები და უნარები გჭირდება? - კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება (ქართულ ენაზე). - ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციისთვის). - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა. - ესთეტიკის აღქმა და ინტერესი დიზაინისა/კულტურის მიმართ. - სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. - გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მზაობა
რას გთავაზობთ ჩვენ? - ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების 2% + ბონუსი გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე. გარანტირებული მინიმალური 900 ლარი. - მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთანხმებადი ცვლები). - ტრენინგი და სწავლება: დეტალურად გაგაცნობთ ბრენდის ისტორიას, პროდუქციის შექმნის ტექნოლოგიასა და გაყიდვების ტექნიკებს. - მეგობრული გარემო და განვითარების შესაძლებლობა მზარდ ქართულ ბრენდში.
როგორ მოგვაწოდო განაცხადი? გამოგვიგზავნე შენი CV / რეზიუმე ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში (Subject) მიუთითე: „კონსულტანტი - თბილისი მოლი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.