← ყველა ვაკანსია

ZCCMXC9M გამოქვეყნდა 20 ნოე 26 ნახვა

მძღოლი/კურიერი

კლინიკა ნეოლაბი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

კლინიკა "ნეოლაბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/კურიერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარლამ თოფურიას 2ბ; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო განაკვეთი: სრული; დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში საკვლევი მასალის ტრანსპორტირება;
  • მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში ექთნის გადაყვანა ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაყვანა კლინიკის რეგიონალურ ფილიალში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
  • მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა.

კომპანია უზრუნველყოფს

  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავტომობილსა და საწვავს;
  • ავტომობილისა და მძღოლის სავალდებულო დაზღვევას.

ჩვენთან დასაქმების უპირატესობები: სპეციალური ფასდაკლება ლაბორატორიული გამოკვლევების სრულ სერვისზე.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი СV/რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს, რაც გულისხმობს დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვას და კანდიდატის შესაბამისობის დადგენას არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა