9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZCE08SFJ გამოქვეყნდა 12 ოქტ 65 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

ჯიესენი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში +37% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,193 ₾ · 23 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ჩვენ შესახებ

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://www.gsn.ge/

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი ("ჯი ეს ენი") აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგის მენეჯერის პოზიციის დანიშნულება:

კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და განვითარება; მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა, ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და ბიზნესის გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ყოველდღიურ საქმიანობაში გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის მხარდაჭერა და კომპანიის მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია.

რას ვთავაზობთ:

  • ხელფასი (ხელზე ასაღები): 3000 ლარი
  • საგამოცდო პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ მოქმედებს შედეგებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა
  • კარიერული და ხელფასის ზრდის შესაძლებლობები
  • დამატებითი ბონუსები
  • 24 დღიანი ყოველწლიური შვებულება
  • დასვენება ოფიციალურ დღესასწაულებზე
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass
  • საქართველოში დაფუძნებულ, სტაბილურ კომპანიაში ხანგრძლივი მუშაობის შესაძლებლობა
  • მეგობრული გუნდი

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპანიისა და პროდუქციის ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და განვითარება
  • მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება
  • ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა და სარეკლამო აქტივობების კოორდინაცია
  • კომუნიკაცია გრაფიკულ დიზაინერებთან, ციფრულ მარკეტერებთან და სხვა პარტნიორებთან
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის კვლევა და ანალიზი;
  • ბრენდის ვიზუალური იდენტობის, შეფუთვისა და მარკეტინგული მასალების განვითარებაში მონაწილეობა
  • ვებსაიტების შინაარსის მართვა
  • სხვადასხვა ტიპის კონტენტის/კოპირაიტინგის შექმნის მხარდაჭერა მარკეტინგული მიზნებისთვის
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა მარკეტინგული ინსტრუმენტებით
  • კორპორატიული ღონისძიებების მხარდაჭერა
  • მუშაობა ERP და PBI პლატფორმებზე

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი გუნდის იდეალური წევრი, თუკი:

  • გაქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით
  • გაქვთ პროექტის მართვის გამოცდილება
  • ბრენდის განვითარებისა და პროდუქტის პოზიციონირების გამოცდილება
  • გაქვთ ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
  • გაქვთ ამოცანების პრიორიტეტულობის ეფექტურად განსაზღვრის უნარი
  • გაქვთ Excel-ის კარგი ცოდნა და მონაცემთა ბაზასთან მუშაობის უნარი
  • ფლობთ ინგლისურს მაღალ დონეზე
  • გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გაქვთ ორგანიზაციაში გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა და აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა