ბუღალტერი
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია; - საბანკო ამონაწერების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა; - შეძენილი საქონლის/მომსახურების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; - მცირეფასიანი საქონლის ნაშთის სასაწყობე პროგრამასთან შესაბამისობის კონტროლი, ყოველი თვის ბოლოს გახარჯული საქონლის ჩამოწერა; - კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საწვავის ნაშთის აღწერა/კონტროლი, გამოყენებული საწვავის ჩამოწერა აქტის საფუძველზე; - საქვეანგარიშო თანხების კონტროლი; - ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა საჭიროების მიხედვით; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით); - ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი და სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება; - საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; - სასურველია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება; - Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - სისწრაფე და ოპერატიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.