8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZDJE7V30 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ცივებისა და ცხელების მზარეული

Buknari Hotel გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას ცივებისა და ცხელების მზარეულის თანამდებობაზე.

გრაფიკი: 5/2

მდებარეობა: ბუკნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

** პროდუქციის სწორად დამუშავება, შენახვა და გამოყენება;

** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;

** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მარაგების კონტროლი და ხელმძღვანელის ინფორმირება;

** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა;

** უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;

** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და რეცეპტების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;

** პროფესიული განათლება კვების/კულინარიის მიმართულებით;

** კულინარიული ტექნოლოგიებისა და თერმული დამუშავების მეთოდების ცოდნა;

** სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;

** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);

** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;

** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Buknari Hotel
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის