არაანაზღაურებადი სტაჟირება / ვიდეო-მემონტაჟე
Watson იწყებს არაანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე.
გეძლევა შესაძლებლობა იმუშაო კრეატიულ გუნდთან, რეალურ პროექტებზე და განივითარო თავი მედია სამყაროში.
Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge
რას გთავაზობთ
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე;
- სწავლა პროფესიონალებისგან;
- მეგობრული და ინოვაციური გარემო;
- გუნდში დარჩენის რეალური შანსი.
ძირითადი მოვალეობები
- ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად;
- აუდიო-ვიდეო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება;
- ფერების კორექცია და ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება;
- სხვადასხვა პლატფორმისთვის შესაბამისი ვიდეოფორმატების მომზადება;
- პროექტის ვადებში დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მონტაჟის საბაზისო ცოდნა (Adobe Premiere, After-effects და სხვა);
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
- დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება.
- აუცილებელია ქართულლი და ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა და კრეატიულობა.
ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო ან ნამუშევრები შემდეგ მისამართზე.
დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!