უფროსი გრაფიკული დიზაინერი
ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
მიზანი:
მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის პოზიციონირებაზე, გაყიდვების სტიმულირებაზე, ბაზრის ექსპანსიაზე და მომხმარებელთან გრძელვადიანი ემოციური კავშირის შენებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ბრენდბუქის და კორპორატიული იდენტობის შესაბამისი სარეკლამო მასალების (სოციალური მედიის პოსტები, ბანერები, ბუკლეტები, ბილბორდები და ა.შ.) დიზაინის დამოუკიდებელი შექმნა და განვითარება;
- ვიზუალური სტრატეგიისა და დიზაინის კონცეფციის ფორმირება, რომელიც პასუხობს როგორც მომხმარებლის საჭიროებებს, ისე მარკეტინგული კამპანიების მიზნებს;
- ციფრული და ტრადიციული არხებისთვის სხვადასხვა ფორმატში ვიზუალური მასალის დამზადება: პოსტერი, პრეზენტაცია, ბეჭდური მასალა, ონლაინ ბანერი და ა.შ.;
- მოკლე ანიმაციებისა და ვიდეომასალის შექმნა საჭიროების შემთხვევაში - ბრენდის მიმართ მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად;
- პრეზენტაციების დიზაინის შემუშავება სტრუქტურული ლოგიკით და ვიზუალური სიზუსტით, მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
- დიზაინის მოქნილი ადაპტაცია დამკვეთისგან მიღებული შენიშვნებისა და კორექტირების მოთხოვნების შესაბამისად - ხარისხის და დროის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობით;
- აქტიური თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდის თითოეულ წევრთან - ტექსტის, იდეის და მიზნის სრულყოფილი ვიზუალიზაციისთვის;
- პროექტების დროულად დასრულებისა და ერთიანი გრაფიკის დაცვით საერთო შედეგზე ორიენტირებული მუშაობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი შემოქმედებითი ან ტექნიკური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა;
- AI დიზაინის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტიპოგრაფიის, კომპოზიციის, ფერთა თეორიისა და ვიზუალური იდენტობის პრინციპების ცოდნა;
- სოციალური მედიის, სარეკლამო კამპანიებისა და ბეჭდური მასალების შექმნის გამოცდილება;
- რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
- პორტფოლიოს წარმოდგენა.
უპირატესობად ჩაითვლება
- ტურიზმის, სასტუმრო, მოდის ან Lifestyle ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება;
- Motion Graphics-ის ან ვიდეომონტაჟის საბაზისო ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.