გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZGFBW040 გამოქვეყნდა 20 ნოე 14 ნახვა

უფროსი გრაფიკული დიზაინერი

ტურისტული კომპანია გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

მიზანი:

მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის პოზიციონირებაზე, გაყიდვების სტიმულირებაზე, ბაზრის ექსპანსიაზე და მომხმარებელთან გრძელვადიანი ემოციური კავშირის შენებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ბრენდბუქის და კორპორატიული იდენტობის შესაბამისი სარეკლამო მასალების (სოციალური მედიის პოსტები, ბანერები, ბუკლეტები, ბილბორდები და ა.შ.) დიზაინის დამოუკიდებელი შექმნა და განვითარება;
  • ვიზუალური სტრატეგიისა და დიზაინის კონცეფციის ფორმირება, რომელიც პასუხობს როგორც მომხმარებლის საჭიროებებს, ისე მარკეტინგული კამპანიების მიზნებს;
  • ციფრული და ტრადიციული არხებისთვის სხვადასხვა ფორმატში ვიზუალური მასალის დამზადება: პოსტერი, პრეზენტაცია, ბეჭდური მასალა, ონლაინ ბანერი და ა.შ.;
  • მოკლე ანიმაციებისა და ვიდეომასალის შექმნა საჭიროების შემთხვევაში - ბრენდის მიმართ მომხმარებლის ჩართულობის გასაზრდელად;
  • პრეზენტაციების დიზაინის შემუშავება სტრუქტურული ლოგიკით და ვიზუალური სიზუსტით, მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად;
  • დიზაინის მოქნილი ადაპტაცია დამკვეთისგან მიღებული შენიშვნებისა და კორექტირების მოთხოვნების შესაბამისად - ხარისხის და დროის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობით;
  • აქტიური თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდის თითოეულ წევრთან - ტექსტის, იდეის და მიზნის სრულყოფილი ვიზუალიზაციისთვის;
  • პროექტების დროულად დასრულებისა და ერთიანი გრაფიკის დაცვით საერთო შედეგზე ორიენტირებული მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი შემოქმედებითი ან ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა;
  • AI დიზაინის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტიპოგრაფიის, კომპოზიციის, ფერთა თეორიისა და ვიზუალური იდენტობის პრინციპების ცოდნა;
  • სოციალური მედიის, სარეკლამო კამპანიებისა და ბეჭდური მასალების შექმნის გამოცდილება;
  • რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
  • პორტფოლიოს წარმოდგენა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ტურიზმის, სასტუმრო, მოდის ან Lifestyle ინდუსტრიებში მუშაობის გამოცდილება;
  • Motion Graphics-ის ან ვიდეომონტაჟის საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა