9757 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZH1ZK6EK გამოქვეყნდა 22 ოქტ 13 ნახვა

გაყიდვების უმცროსი მენეჯერი

სითიქომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2000 / თვეში −7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,143 ₾ · 127 განცხადება ბოლო ვადა: 23 ნოე

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ონლაინ არხიდან შემოსული ლიდების გადარჩევასა და დამუშავებას, პირველადი კომუნიკაციის წარმართვას პოტენციურ მომხმარებლებთან და მათი საჭიროებების ზუსტ აღწერას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზების გადარჩევა, სოციალური მედიის, ქოლ-ცენტრის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა მარკეტინგული არხების საშუალებით შემოსული ლიდების დამუშავება, მონაცემების შეგროვება და მათი რეგისტრაცია სისტემაში
  • სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ მომხმარებლებთან
  • მოსახლეობის საჭიროებების აღწერა და ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი გაყიდვების მენეჯერისთვის
  • სამეზობლო კრებებსა და კარდაკარ ვიზიტებში მონაწილეობა უფროს გაყიდვების მენეჯერებთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემების ორგანიზების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
  • ფიქსირებული ხელფასი & საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2000+)
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • კვარტალში 1 დამატებითი Day-off
  • Fitpass
  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
  • მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ https://career.citycom.ge/vacancies/gayidvebis-umtsrosi-menejeri

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა