მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.
ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე.
ბინის შეძენის შემდეგ, ბინის ჩაბარების ჩათვლით მობინადრეებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით მობინადრეებთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და საკითხის შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განხილვა/მოგვარება;
- მობინადრეებთან დარეკვა/მიწერა და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ოფისში დაბარება შესაბამის საკითხებზე;
- კლიენტის ცვლილების, გრაფიკის ცვლილების, შიდა გეგმარებებისა და სხვა საკითხების დოკუმენტირება, ასახვა პროგრამაში;
- შესაბამისი ბაზების წარმოება;
- განვადების გრაფიკების მონიტორინგი;
- ბინების გადაბარების პროცესის განკარგვა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- მუშაობა შიდა CRM პროგრამაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი - ზეპირი და წერილობითი;
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, 2026 წელი.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!