9844 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZJT123GM გამოქვეყნდა 23 ოქტ 23 ნახვა

ბუღალტერი

ვიქტორია 98 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში +32% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,037 ₾ · 26 განცხადება ბოლო ვადა: 24 ნოე

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo, "ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე ანაზღაურება: 4000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და კონტროლი;
  • საბანკო ამონაწერებისა და სალარო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • ფულადი შემოდინებებისა და გადინებების კლასიფიკაცია საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით;
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შეჯერება;
  • საბანკო ამონაწერების, სალაროს მონაცემებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შედარება და გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ნაშთების შეჯერება;
  • შემოსავლებისა და გადახდების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • ფულადი ნაკადების პროგნოზირებისა და დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
  • ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

სამართლებრივი აქტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატული აქტების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდურობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში ("Subject"-ში) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა