მობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM
"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი/კონტენტ-კრეატორი/SMM.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:
საველე გადაღებები: კვირაში 3 ფიქსირებული დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე); საჭიროებისამებრ, პერიოდულად მე-4 დღე — გადაღება უშუალოდ აკადემიის ბაზაზე/ადგილზე.
პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება).
ძირითადი მოვალეობები:
** კადრების დაჭერა და საველე გადაღება: - აკადემიის მოწაფეების (სხვადასხვა ჯიშის, ხასიათისა და საჭიროების მქონე ძაღლების) წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება სისტემატური როტაციით; - კვირაში 1 დღე ჯგუფური ვარჯიშების პროცესის გადაღება (სოციალიზაცია, საერთო დინამიკა, ენერგიული კადრები); - სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით. ** ვიდეომონტაჟი და პოსტ-პროდაქშენი: - მოკლე ვერტიკალური ვიდეოების (Reels, TikTok, Shorts) დამზადება: კვირაში 4-5 დასრულებული ვიდეო; - ვიდეოების დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება; ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა; - გრძელი ფორმატის ვიდეოების (YouTube) პერიოდული მონტაჟი (ქეისების სრული ისტორიები, ვლოგები). ** სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის მართვა: - დამზადებული კონტენტის სისტემატური განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube; - შესაბამისი აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა; - "ცოცხალი" ყოველდღიური სთორების (Stories) წარმოება გადაღების პროცესიდან; - ვებ-გვერდზე ახალი ვიზუალური მასალის, ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა/განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა); საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი); ** სამონტაჟო პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი); ** ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშრობა — სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას; ** მობილურობა და მზადყოფნა გასვლითი გადაღებებისთვის.
რას გთავაზობთ:
- დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას;
- გასვლით გადაღებებზე ტრანსპორტირების / საწვავის ხარჯის სრულ ანაზღაურებას;
- ანაზღაურება: 2, 000₾ - 2, 500₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება — 2, 000₾, ყოველთვიური მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, მე-5 თვიდან — 2, 500₾)
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.