ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბათუმის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1900-2000) + სეზონური დანამატი 200₾
ფუნქცია-მოვალეობები: - პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა; - პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; - მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი; - დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება; - ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; - პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JvAUvI9
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.