საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
- მსუბუქი ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი, ტევადი ავტომობილის ქონა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- რეგიონის კარგი ცოდნა
- აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- დისციპლინირებულობა
- ორიენტაციის უნარი
- მოტივირებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავით უზრუნველყოფა
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე.
- გასაუბრება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბათუმის კურიერი" "პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: https://onway.ge/Informed_Consent
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.