მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევამდე 5 საათიანი გრაფიკი შაბათ-კვირა დასვენება ანაზღაურება: კონკურენტული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიასა და სავაჭრო ობიექტს შორის პროდუქციის წინასწარ შეთანხმებული განთავსების პირობების და პლანოგრამის მიხედვით განლაგება და იერსახის შენარჩუნება;
- კომპანიის პროდუქციისა და თაროს სისუფთავეზე ზრუნვა;
- სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადების კონტროლი;
- რიგგარეშე შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში პრისეილიერისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის დეტალების შესახებ (პროდუქციის რაოდენობა, ასორტიმენტი, ნაშთები).
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- დაკვირვების უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- თავაზიანი მომსახურების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.