მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ჩარიცხვების ოფიცერი) პოზიციაზე საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხების მართვასა და შესრულებაში;
** საერთაშორისო სტუდენტების ონლაინ აპლიკაციის სისტემის მართვა;
** მიღებული ონლაინ აპლიკაციების დამუშავება, აპლიკანტებისთვის უკუკავშირის მიწოდება და პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან კომუნიკაცია;
** საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა;
** საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
** საერთაშორისო სტუდენტებისთვის სავიზო-საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და საჭიროებისამებრ შესაბამისი მხარდამჭერი დოკუმენტაციის მომზადება;
** სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების მინიმალური დონე - ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (მინიმუმი);
** ინგლისურ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
** უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების ცოდნა.
ქცევითი კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №45
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 1800 ლარი (gross)
** სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 ოქტომბერი
** შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა 3 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:.
ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ჩარიცხვების ოფიცერი".
ყურადღება: გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.