ოფის მენეჯერი
ტაქსოპარკი N1 აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:00 საათამდე შაბათი 10:00 – 17:00 საათამდე
ძირითადი მოვალეობები: - ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია; - სამუშაო პროცესის მონიტორინგი; - მომხმარებლების ზარებისა და შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება; - დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება; - საჭიროების შემთხვევაში პრობლემური შემთხვევების ოპერატიულად გადაჭრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები; - ორგანიზებულობა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე : taxiparkn1@gmail.com