გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZRADTB74 გამოქვეყნდა 9 ნოე 4 ნახვა

ადმინისტრაციული და გაყიდვების ასისტენტი

IBL - International Business Lab გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

"IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და გაყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე ნახევარ განაკვეთზე.

თუ ხარ სტუდენტი, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და გსურს სწავლასთან ერთად პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღება, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • ფინანსური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური ოპერაციების მართვაში;
  • სტუდენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია გადახდების, ვადებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახსენებლად;
  • კომუნიკაციის შედეგებისა და მიმდინარე სტატუსების რეპორტებში ასახვა.

ბეჭდური სერტიფიკატების შეკვეთებისა და მიწოდების მართვა

  • კურსდამთავრებულებთან დარეკვა და ბეჭდური სერტიფიკატისა და ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება;
  • შეკვეთების მიღება, მისამართების დაზუსტება და გადახდის სტატუსის აღრიცხვა;
  • საბეჭდთან კოორდინაცია და მზა სერტიფიკატების წამოღება;
  • სერტიფიკატების გაგზავნა, ფოსტასთან თანამშრომლობა და ადრესატისთვის ჩაბარების კონტროლი;
  • თითოეული შეკვეთის სრული ციკლის დასრულება და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • გამართული და თავაზიანი კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • სატელეფონო შეთავაზებების გაკეთებისა და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მზაობა;
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება დეტალების მიმართ და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • დროისა და დავალებების ორგანიზება;
  • Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა;
  • საბეჭდსა და ფოსტაში ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.

მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განვიხილავთ მოტივირებულ დამწყებ კანდიდატებსაც.

სამუშაო პირობები

  • დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
  • სამუშაო დღეები : ორშაბათი პარასკევი
  • ადგილმდებარეობა და მუშაობის ფორმატი: თბილისი - დისტანციური

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე. წერილის სათაურში მიუთითე: "ადმინისტრაციული და გაყიდვების ასისტენტი"

https://www.facebook.com/profile.php?id=61594238133199

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა