7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZSKPCGSX გამოქვეყნდა 25 აგვ 10 ნახვა

მექანიკოსი

ალფა პეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

სამუშაო დრო ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე; შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.

სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კვების თანადაფინანსება.

ძირითადი ფუნქციები - საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; - გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება; - ტექნიკური გაუმართაობების, ცვეთისა და ავარიული რისკების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; - მოწყობილობების მონტაჟში, გაშვებაში, გამართვასა და მოდერნიზაციაში მონაწილეობა; - სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალების საჭიროების კონტროლი და შესყიდვის მოთხოვნის ინიცირება; - შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური ინფორმაციისა და ჩანაწერების წარმოება; - GMP, PRP, FSSC 22000-ის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკის, მანქანათმშენებლობის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით; - მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (საწარმოო/სამრეწველო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); - საწარმოო დანადგარების, მექანიკური კვანძების, პნევმატური სისტემებისა და მოძრავი მექანიზმების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გამოცდილება; - ტექნიკური ნახაზებისა და მექანიკური სქემების წაკითხვის უნარი; - ტექნიკური ინსტრუმენტებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; - გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილება; - კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; - GMP, PRP, FSSC 22000-ისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/HaSz1

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ალფა პეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა