საქმის მწარმოებელი/ოფისის ადმინისტრატორი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებლის/ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები
- მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- RS.ge პლატფორმაზე მუშაობა;
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
- თანამშრომელთა ხელფასების უწყისების მომზადება და გადარიცხვა;
- სხვადასხვა დოკუმენტისა და სააღრიცხვო ფორმის შევსება;
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბუღალტრად ან ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამებისა და MS Office-ის კარგი ცოდნა;
- RS.ge პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება.
სამუშაო პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე ასაღები);
- დამატებით: ბონუსი გაყიდვებიდან;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
- სამუშაო საათები: 11:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებული პრემიუმ ხარისხის საოფისე ჯიხური.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV. ან დარეკოთ ტელ. ნომერზე