8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZVHSHYA5 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ადმინისტრატორი

სასტუმრო ამანტე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო "ამანტე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 20 ინდივიდუალურ ოთახს.

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

** სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ყოველ მეოთხე დღეს (09:00-დან 09:00-მდე)

** ანაზღაურება: 900/1000 ლარი გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;

** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;

** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;

** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება;

** საჭიროებისამებრ სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება;

** სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება;

** სტუმრებისგან საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროულად გადაჭრა;

** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;

** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე:; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ამანტე" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო ამანტე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის