ადმინისტრატორი - შინდისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" შინდისში აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პოზიცია: დარბაზის ადმინისტრატორი ფილიალი: სოფ. შინდისი, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი 13ა სამუშაო გრაფიკი: 13:00-21:00/ 14:00-22:00
ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში პირველი თვე - 1400 , მეორე თვე -1500 . მესამე თვიდან- 1600₾)
ფუნქცია-მოვალეობები: - სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით; - სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; - დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი - კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; - პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nHGzJ9cd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.