9471 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZW2E87NJ გამოქვეყნდა 24 ოქტ 10 ნახვა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

მენეჯერი

საქართველოს ფოსტა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ხაშურის სერვისცენტრში.

სამუშაო განრიგი: სრული

ძირითადი მოვალეობები: - სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი; - კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი - სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა - დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა - სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში - ქართული ენის ცოდნა - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე - MS პროგრამების ცოდნა.

უნარ–ჩვევები: - მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი - სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი - თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი - გამართულად მეტყველების უნარი - წერითი კომუნიკაციის უნარი - მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა - ინიციატივა

კანდიდატთა შერჩევა: - კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე; - გასაუბრება; - მოსამზადებელი ეტაპი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2993

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა