← ყველა ვაკანსია

ZW7PR6JJ გამოქვეყნდა 17 ნოე 4 ნახვა

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფი

სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფი

შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

სს „სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით.

ვეძებთ დაზღვევის სფეროში გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობისა და სადაზღვევო პორტფელის მართვის გამოცდილება, შეუძლია ახალი ბიზნესის მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და სადაზღვევო პორტფელის განვითარება;
  • კლიენტების სადაზღვევო საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტებისა და პირობების შეთავაზება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების განახლების უზრუნველყოფა და დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • ინდივიდუალური გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სადაზღვევო სფეროში, კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება;
  • კორპორაციული სადაზღვევო პორტფელის მართვისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • არასიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებისა და სადაზღვევო ბაზრის კარგი ცოდნა;
  • კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და გაყიდვების დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;

საჭირო უნარები

  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და რეალიზების უნარი;
  • კომერციული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა