გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZYJ4GZK3 გამოქვეყნდა 12 ნოე 16 ნახვა

ვიდეოგრაფი/ვიდეო ედიტორი

ბორბალო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

"Borbalo" ინოვაციური და დინამიკური საავტომობილო და მობილობის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მოსახერხებელ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს მძღოლებისთვის. თუ გიყვარს ვიზუალური თხრობა, გაქვს შემოქმედებითი ხედვა და გსურს, შენი კონტენტი ათასობით ადამიანმა ნახოს, ეს პოზიცია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები

  • ვიდეოგადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება როგორც ლოკაციებზე, ღია სივრცეში, ისე ოფისში;
  • ნედლი ვიდეომასალის მონტაჟი, ფერების კორექცია და აუდიომასალის დამუშავება;
  • მოკლე, დინამიკური და მაღალი ჩართულობის მქონე ვიდეოების შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (TikTok, Instagram Reels, YouTube Shorts, Facebook);
  • სარეკლამო და საგანმანათლებლო ვიდეოკონტენტის მომზადება მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით;
  • სოციალური მედიის ვიდეოტრენდების მუდმივი მონიტორინგი და კრეატიული იდეების აქტიური შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ვიდეოგრაფად ან ვიდეო ედიტორად მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა (Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Final Cut Pro ან CapCut);
  • Motion Graphics-ისა და Adobe After Effects-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესრულებული სამუშაოების პორტფოლიო (პორტფოლიოს ბმულის მითითება სავალდებულოა);
  • ვიდეოტექნიკასთან, განათების მოწყობასა და აუდიოჩაწერის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მოკლე ფორმატის ვიდეოების (Reels / TikTok / Shorts) ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ?

  • საინტერესო, დინამიკურ და პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?

თუ ფიქრობ, რომ ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ხარ, გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიოს ან შესრულებული ნამუშევრების ბმული ელფოსტაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა