პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

ZZ2ZR9F3 გამოქვეყნდა 11 ნოე 4 ნახვა

ხარჯთაღმრიცხველი

დამსაქმებელი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის (ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო; ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები

  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის და მათი შედგენის სისწორის შემოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი წესების: შრომის დანახარჯების, მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების და სხვა ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • მასალების ფასების, სამშენებლო რესურსების ფასების შესაბამისი პერიოდისათვის და საჭიროების შემთხვევაში საბაზრო ფასების კვლევით, შესაბამისობის შემოწმება;
  • ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების საპროცენტო დანარიცხების შემოწმება;
  • იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ მოთხოვნილია ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობა/ინსპექტირება პროექტთან მიმართებით, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციასთან შემოწმება;
  • წარმოდგენილი პროექტის მასალების სპეციფიკაციების შემოწმება;
  • სპეციფიკაციების მიხედვით მოცულობათა უწყისის შემოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის პროექტის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტისა და პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის ანალიზის საფუძველზე შემოწმება;
  • ინსპექტირების ანგარიშის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში ან ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის ან სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორის ან ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე;
  • შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების ინსპექტორი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან). შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა